რატომ დასტა 3 PL?

გამოცდილება და სანდოობა

2014 წლიდან დღემდე კომპანიამ დაიმკვიდრა რეპუტაცია, რომელიც სანდოობასთან, ხარისხთან და უსაფრთხოებასთან ასოცირდება. დასტა ქმნის გარემოს, სადაც პარტნიორები გრძნობენ, რომ მათი მარაგები უსაფრთხო ხელშია, პროცესები მოწესრიგებულია და თითოეული ნაბიჯი გამჭვირვალეა.

უსაფრთხოება

საცავები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაცულია მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემებით. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს შეუძლიათ მშვიდად ანდონ დასტას თავიანთი მარაგები და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი იქნება დაცული და კონტროლირებადი.
უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. რეგულარულად ტარდება აუდიტი და თანამშრომლების ტრენინგები.

ხელისაწვდომობა და მოქნილი ფასები

დასტა კომპანიებს ინდივიდუალურად სთავაზობს მათზე მორგებულ ტარიფებს. არ არსებობს ფიქსირებული ტარიფები, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის ზუსტად იმდენ თანხას, თუ რა პერიოდით და მოცულობით ითვისებს სივრცეს.

პროგრამული უზრუნველყოფა

დიდი მოცულობის მარაგების კონტროლი შეუძლებელია ეფექტური პროგრამული სისტემის გარეშე. სისტემა უზრუნველყოფს შეკვეთების სწრაფად დამუშავებას, დროულ მიწოდებას, ვადების კონტროლს და პროდუქციის მოძრაობის გამჭვირვალობას.

წლების გამოცდილებით, დასტა საიმედო პარტნიორად იქცა 200-მდე კომპანიისთვის, რომლებსაც საშუალება აქვთ მოახდინონ ხარჯების ოპტიმიზაცია, გაიმარტივონ საოპერაციო პროცესები და კონცენტრირდნენ ბიზნესის ზრდაზე.

ჩვენი მომსახურება

რას გთავაზობთ?

დასტა ბიზნესებს მესამე მხარის ლოჯისტიკური მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რაც  გულისხმობს პროდუქციის მიღებას დასტას საწყობში, ინვენტარიზაციასა და უსაფრთხო შენახვას, შეკვეთების აგროვებასა და გაცემას.

შედეგად ბიზნესი ზოგავს დროს, რესურსსა და ფინანსებს მარაგების მართვაში და კონცენტრირებულია ძირითად საქმიანობაზე.

3 PL პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს იქირაოს ზუსტად იმდენი სივრცე, რამდენიც რეალურად სჭირდება და გადაიხადოს თანხა მხოლოდ ფაქტობრივად გამოყენებულ ფართში.

კითხვა-პასუხი

რისი შენახვა შეგიძლია დასტას საწყობში?
  • სამომხმარებლო ტექნიკა;
  • ტექსტილი;
  • საკანცელარიო ნივთები;
  • სპეციალური სამშენებლო მასალები და ინსტრუმენტები;
  • საკვები პროდუქტები;
  • სათამაშოები და მსგავსი პროდუქტები.
რა შედის მარაგების მართვის მომსახურებაში?

დასტას სასაწყობე მომსახურება მოიცავს:

  • თაროს/სივრცის გაქირავებას;
  • პროდუქციის მიღება/განთავსებას;
  • მარაგების აღრიცხვა/კონტროლს;
  • შეკვეთების აგროვება/დასტიკერება/გასაგზავნად მომზადებას;
  • შეკვეთების განაწილებას სავაჭრო ობიექტებში.
რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რაც გამოგარჩევთ ბაზარზე?
  • გამოცდილება და სანდოობა;
  • უსაფრთხოება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა;
  • ფასების ხელმისაწვდომობა და მოქნილობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფა.